|
2020-11-05 15:06:06, 513 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს ქვეყანაში
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლება კიდევ უფრო ღრმა კრიზისიში შედის იმით, რომ ქუჩაში გამოსულ ადამიანებს, რომლებიც იცავენ საკუთარ ხმებს, უპირისპირებს საპოლიციო ძალებს. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პოლიციაზე, კლანსა და ფულზე დამდგარი ხელისუფლება საქართველოს ვერ ეყოლება და ამ ყველაფერ კვირას, 3 საათზე, ერთად გააპროტესტებს ქართველი ხალხი. „ქართული ოცნების ხელისუფლება კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს ქვეყანაში და თვითონაც უფრო ღრმად შედის კრიზისიში იმით, რომ ქუჩაში სიმართლისა და დემოკრატიის დასაცავად გამოსულ ადამიანებს, რომლებიც ითხოვდნენ საკუთარი და საზოგადოების ხმების დაცვას, უპირისპირებს საპოლიციო ძალას და უპირისპირებს მოსამართლეების კლანს. ამიტომ, ასეთი ხელისუფლება კიდევ უფრო ღრმა კრიზისიში შეიყვანს ქვეყანას, ეს არის გარდაუვალი და თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, ვისაც გვინდა ამ ქვეყანაში სიმშვიდე და ნორმალური მომავალი, გამოვიდეთ და ყველამ ერთად ვუთხრათ არა ამ ხელისუფლებას. ამიტომ, ვერანაირი დაჭერებით გაყალბებული არჩევნების გამართლება ვერ მოხდება, საზოგადოების ხმა აუცილებლად უნდა გაიგონოს ხელისუფლებამ, მას სხვა გზა არ აქვს და ამ მიზნით კვირას, 3 საათზე ყველა უნდა შევიკრიბოთ და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ძალაზე, პოლიციაზე, კლანზე, ფულზე დამდგარი მთავრობა ამ ქვეყანას ვერ ეყოლება, ქართველებს უნდათ სიმართლე, ქართველებს უნდათ თავისუფალი არჩევანი და თავისუფალი ქვეყანა და ეს ჩვენი თავისუფლება ყველამ ერთად მშვიდობიანად უნდა დავიცვათ კვირას, 3 საათზე, დიდ საერთო სახალხო აქციაზე“, - განაცხადა ბაქრაძემ.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)