|
2020-11-05 15:06:09, 621 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი არჩევნების შედეგებზე - ისეთი კონფიგურაცია დაჯდა, პრაქტიკულად მძევლები არიან ოპოზიციონერები
ისეთი კონფიგურაცია დაჯდა, რომ პრაქტიკულად მძევლები არიან ოპოზიციონერები, - ამის შესახებ ფინანსთან მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მმართველ გუნდისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტი ხმა სხვა პარტიებს აეღოთ. „ყველა პოლიტიკურ ელიტაში იციან, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და სამართლიანი. სამწუხაროდ რეალობა ასეთია, რომ ისეთი შედეგი დადგა, რომელსაც არც ოპოზიციური ნაწილი და არც ჩვენ არ ველოდებოდით. ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ აიღო საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი, რაც უზღუდავთ მათ პოლიტიკური მოღვაწეობის არეალს და დიაპაზონს. მოლოდინი იყო, რომ ბევრი მათგანი აიღებდა გაციელბით უფრო მეტს და „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ნაკლებს, მაგრამ მოხდა ის, რომ ისეთი კონფიგურაცია დაჯდა, რომ პრაქტიკულად მძევლები არიან ოპოზიციონერები ამ შედეგის. არ გეგონოთ, რომ ვინმე არის ბედნიერი ამ შედეგით. ალბათ, ჩვენც გვერჩივნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამდენი არ აეღო და აეღო სხვას. ეს არის ზუსტად ის, რაც აისახა ჩვენი ამომრჩევლის ნებიდან“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)