2020-11-05 12:06:33, 570 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში აქციებისას დაკავებული 7 პირის პროცესი იწყება
საქალაქო სასამართლოში გუშინდელი აქციებისას დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი იწყება.
აღნიშნულ პირებს სასამართლო პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციები მიმდინარეობდა. აქციებზე რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც „შეცვალესა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ აქტივისტები დააკავეს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან