2020-11-04 21:39:06, 546 ნახვა
სამართალი
საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაკავებულია სამი პირი
საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაკავებულია სამი პირი.
ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შსს-მ განუცხადა.
უწყების ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.
საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ოქმების განხილვის პროცესი მიმდინარეობს. ადილზე პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება იყო. ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი დაკავებული მისი პარტიის წევრია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,