|
2020-11-04 17:29:26, 770 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია კობახიძეზე - სამარცხვინო პოლიტიკური კლოუნის განცხადება მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად იზოლირებულია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომ პარტია რომელიც მანდატებზე უარს ამბობს, სახელმწიფოსაგან დაფიანსება არ უნდა მიიღოს. ბოკერიას თქმით, კობახიძის განცხადება ადასტურებს, რომ სამარცხვინო პოლიტიკური კლოუნის განცხადება მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად იზოლირებულია. „ამ სამარცხვინო პოლიტიკური კლოუნის განცხადება ივანიშვილის გარემოცვიდან, მიუთითებს იმაზე, თუ როგორი რთულია მათი ვითარება დღეს, როდესაც არიან ბოლომდე იზოლირებულები პოლიტიკურად თუ მორალურად მთელი საზოგადოებისაგან, მისი უდიდესი ნაწილისაგან და ეს ადასტურებს იმას, თუ როგორ უტიფრად გვეუბნება რომ ფული, მუქარა ან ფულის გამოყენება როგორი მთავარი ინსტრუმენტია ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის პოლიტიკურ ბრძოლაში. რაც ვნახეთ ამ არჩევნებზე, მთელი ამ არჩევნების განმავლობაში და როგორი ახლომხედველები არიან და ვერ ხედავენ ვითარებას, თუ გონიათ, რომ ევროპული საქართველოსთვის ეს მუქარა რამენაირად შეცვლის პოზიციას ამ პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით. ეს თავისთავად დიაგნოზის ნაწილი არის ქართული ოცნების, ივანიშვილის და მისი გარემოცვის“, - განაცხადა ბოკერიამ.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)