|
2020-11-04 13:19:40, 622 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე თავდასხმას
„ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე თავდასხმას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან იყო არალეგიტიმურად ჩარევის პაქტები. „საერთო მოსაზრებაა ის, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს საარჩევნო პროცესის შედეგებს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ არის მოწოდებული პატივი სცეს იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას პატივი სცენ ჩვენი საზოგადოებისა არჩევანსა და ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს. რაც შეეხება ნეგატიურ ფაქტორებს არჩევნებში, ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე თავდასხმას, იყო არალეგიტიმური ჩარევაც, მაგალითად სააკაშვილი მხრიდან, რომლიც საქართველოს მოქალაქე არ არის და კამპანიაში მონაწილეობდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)