18:42 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 18:56:48, 509 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია აპროტესტებს იმას, რაც თავიანთმა კვლევებმაც კი აჩვენა

ოპოზიცია აპროტესტებს იმას, რაც თავიანთმა კვლევებმაც კი აჩვენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჩატარებულ ეგზიტპოლებსა და კვლევებში ცდომილების ზღვარი მეასედები იყო.

„ „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში არის მაქსიმუმ 3-პროცენტიანი ცდომილება ეგზიტპოლსა და დამდგარ შედეგებს შორის, რიგ შემთხვევაში, ასევე ობიექტურად უნდა ითქვას, რომ  როგორც „ედისონ რისერჩის“ ანუ, „ფორმულას“ მიერ დაკვეთით ჩატარებულ კვლევებში არის მეასედები ცდომილება და იშვიათ შემთხვევაში 2 ან  მაქსიმუმ 3- პროცენტიანი ცდომილებაც კი არ არის. ეს არის წინასწარი პროგნოზები, ეგზიტპოლის შედეგები და ასევე ის შედეგები, რომელიც დღეს ასახულია საბოლოო დღევანდელი მოცემულობით. ეს შედეგები კიდევ მოწმდება ოქმების საფუძველზე. აქ უკვე მგონი, სურათი ძალიან ნათელია, აპროტესტებენ იმას, რაც თავიანთი დაკვეთით შეასრულეს ორგანიზაციებმა და გადმოსცეს საზოგადოებას კონკრეტული შედეგები. ყველა პატარა პარტია, რომელმაც მიიღო 2,3, ან 1 - პროცენტიანი შედეგი ყველა წინასწარ იყო ინფორმირებული, მესადებების სიზუსტით დაემთხვა შედეგები როგორც „ედისონ რისერჩის“, ხშირ შემთხვევაში, ასევე „მთავარისა“ და „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში 5 და თუ არ ვცდები, 6- პროცენტიანი სხვაობაც კი იყო „იმედის“ დაკვეთით შესრულებულ კვლევებში, მაგრამ სხვა კვლევებში პატარა პარტიებთან მიმართებით ასეთი უზუსტობები არ ყოფილა და აპროტესტებენ იმას, რაც თავიანთმა კვლევებმაც კი აჩვენა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics