18:44 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 14:28:38, 487 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აქციას მართავენ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ამ წუთებში ცესკოს შენობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეხვედრა იწყება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანიასთან.

ამასთანავე, რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილი ოპოზიციონერები, რომლებიც ავტოკოლონით ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თამარ ჟვანიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.

„თამარ ჟვანია არის მთავარი შემსრულებელი იმ გაყალბებებისა, რომელიც 31 ოქტომბერს მოხდა. ბიძინა ივანიშვილმა მიმართა ტრადიციულ მეთოდებს, ანუ ამ ზონდერებს, კომისიებში ადამიანებზე ზეწოლას და ა.შ. თამარ ჟვანია არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რადგან არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. რაც თამარ ჟვანიამ ჩაიდინა, არის სპეცოპერაცია ხალხის წინააღმდეგ. ეს არის გაერთიანებული ოპოზიციის აქცია, ვინც შემოგვიერთდება, შემოგვიერთდება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics