|
2020-11-03 14:19:55, 520 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი არ გამორიცხავს, რომ დღეს სასამართლომ ნიკა მელია დააკავოს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, დღეს სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და დააკავოს ნიკა მელია. მისივე თქმით, დღეს სასამართლოს ჩანიშვნა ემსახურება ნიკა მელიას, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის განეიტრალებას. „დღეს სასამართლოს ჩანიშვნა მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ნიკა მელია, როგორც არამხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის და „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ მთლიანად ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, რა თქმა უნდა იყოს განეიტრალებული. ამაზე ოცნებობს ივანიშვილი უკვე დიდი ხანია, მაგრამ დღემდე ვერ მოახერხა და ახლა ცდილობს ამ მეთოდით, რაღაცნაირად მელის იზოლაცია მოახდინოს, მაგრამ ამ ყველაფერს მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგები. ის პროცესები, რომელიც დაწყებულია უკვე, ვგულისხმობ ოპოზიციის ერთიანობას, ვგულისხმობ სტრატეგიას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ეს პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდება“, – განაცხადა უდუმაშვილმა. ცნობისთვის, პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)