18:17 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-02 10:04:24, 649 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა პარტიებზე ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს, რომ არ შევიდნენ პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობა“ სხვა პარტიებზე ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია აღნიშნულ შანტაჟს ახორციელებს იმისთვის, რომ პარლამენტში სხვა პარტიები არ შევიდნენ.

„ჩვენ გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები, რომ სხვა პარტიებიც შესულიყვნენ პარლამენტში და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ ამის შესაძლებლობა რეალურად მიეცათ. რომ არა ეს დემოკრატიული რეფორმები,  სხვანაირად, ისინი ვერ მოხვდებოდნენ პარლამენტში. გახსოვთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პოლიტიკური  სივრცე ჰქონდა ჩაკეტილი. ოპოზიციაშიც გადასვლის შემდეგაც, იგივეს აკეთებდნენ -  მონოპოლია ჰქონდათ ოპოზიციაზე და სხვა პარტიებს მხოლოდ მათი ქოლგის ქვეშ შეეძლოთ არსებობა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური მონოპოლია დასრულებულია - პარტიები, რომელიც დამოუკიდებლად, მათ გარეშე შევიდნენ პარლამენტში, არ უნდა დაექვემდებარონ "ნაც.მოძრაობის" პოლიტიკურ შანტაჟს და გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელიც მათმა მხარდამჭერებმა მისცეს არჩევნებში. ბოიკოტის თავს მოხვევის მცდელობა იქნება ბარიერგადალახული სხვა პარტიებისთვის ერთგვარი ტესტი, შეძლებენ თუ არა ისინი თავი დააღწიონ "ნაციონალური მოძრაობის" მონოპოლიას და დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოონ”, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics