|
2020-10-30 17:37:37, 530 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე - ხვალინდელ დღეს შეუძლია დაასრულოს უპერსპექტივობა და უიმედობა
"ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე, მოსახლეობას მიმართავს, რომ მივიდნენ ხვალიდნელ არჩევნებზე, რათა ქვეყანაში დასრულდეს უიმედობა, უპერსპექტივობა, გაზრდილი ფასები, სიღარიბე, კრიმინალი და მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები. „ხვალ არის 31 ოქტომბერი, დღე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება მომავალი 4 წელი ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის ოჯახისთვის. დღე, რომელიც განსაზღვრავს, გაგრძელდება თუ არა ყველა ის პრობლემა, რომელშიც დღეს ცხოვრობს ჩვენი საზოგადოება, უმუშევრობა, სიღარიბე, ეკონომიკური გაჭირვება, გაზრდილი ფასები, კრიმინალი, უიმედობა და უპესრპეტივობა, მუდმივი დაპირისპეირება და ნერვიულობა საზოგადოებაში. ეს ყველაფერი გახლავთ ბოლო 8 წელში ივანიშვილის და ქართული ოცნების მმართველობის შედეგი, ჩვენი შანსი და შესაძლებლობაა ხვალ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი და მოვიტანოთ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები. დავემშვიდობოთ კრიზისს, უმუშევრობას, უპერსპექტივობასა და დაპირისპირებას და დავიწყოთ ნორმალური ქვეყნის აღმშენებლობა, დავიწყოთ აღმშენებლობა იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ეკონომიკური კრიზისიდან, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, მოწესრიგდეს ფასები, რომ ადამიანებს არ ეშინოდეთ გარეთ გასვლა და არ ფიქრობდნენ, რომ მათ საკუთარ სამშობლოში დარჩენის და ოჯახის დასაქმების პერსპექტივა არ აქვთ", - განაცხადა ბაქრაძემ.
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)