|
2020-10-30 11:59:28, 435 ნახვა
პოლიტიკა
პარიზის მერი კახა კალაძეს: მეგობრობის დიდი ისტორია, რომელიც პარიზსა და თბილისს აკავშირებს, ახალი პროექტებით კიდევ უფრო გამდიდრდება
პარიზის მერი ან იდალგო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თბილისელ კოლეგას, კახა კალაძეს მადლობის წერილს უგზავნის. წერილში იდალგო თბილისსა და პარიზს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნას გამოთქვამს. „მსურს, მადლობა გადაგიხადოთ მოსალოცი წერილისთვის, რომელიც პარიზის მერის პოსტზე ხელახალ არჩევასთან დაკავშირებით გამომიგზავნეთ. თქვენი წერილი ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. მეგობრობის დიდი ისტორია, რომელიც პარიზსა და თბილისს, საფრანგეთსა და საქართველოს აკავშირებს, განსაკუთრებით ფრანკოფონიისა და კულტურის მიმართულებით, მერწმუნეთ, კიდევ უფრო გამდიდრდება ახალი პროექტებით. მინდა გითხრათ, რომ მე კვლავაც ყურადღებით მოვეკიდები თბილისის აბრეშუმის მუზეუმის განახლებას, რომელშიც ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაცია მონაწილეობს“, - მიმართავს ან იდალგო კახა კალაძეს. პარიზის მერი ქვეყნის ხელისუფლებას და დედაქალაქის მოსახლეობას პარიზის მეგობრობას კიდევ ერთხელ უდასტურებს. „ჩემი მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფრანკოფონიის სფეროში, არნო ნგატშა, როცა სურვილს გამოთქვამთ, თქვენთან ერთად განიხილავს თანამშრომლობის მიმართულებებს, რომელიც შეიძლება პარიზსა და თბილისს შორის დაისახოს. გთხოვთ, გადასცეთ პარიზის მეგობრობა თქვენი ქვეყნის ხელისუფალთ და თქვენი ქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნავს ან იდალგო თბილისის მერისადმი გაგზავნილ წერილში.
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)