13:49 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 16:54:56, 578 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა - ირაკლი კობახიძემ სიბრიყვის „ჯეკპოტი“ მოხსნა

ამხელა თანამდებობის ფილარმონია კაცმა პრაქტიკულად აღიარა, რომ უსმენენ ჟურნალისტებს, სიბრიყვის ჯეკპოტი მოხსნა კობახიძემ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და „ნაცმოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, არეულობა იქნება.

როგორც უგულავა აღნიშნავს, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება უსმენს ჟურნალისტებს და შემდეგ ურცხვად თხზავენ თეორიებს გამოგონილი რევოლუციებისა და არეულობების შესახებ.

„ის, რომ მთავრობა უსმენს ყველა ყველა ოპოზიციურ ძალას, ეს ყველამ ვიცდოით, მაგრამ ამ წინასაარჩევნოდ სულ ვფიქრობდი ვინ მოხსნიდა ჯეკპოტს და მოლოდინი მაინც იყო და გამართლადა ეს მოლიდინი, რომ სიბრიყვის ჯეკპოტი მოხსნა კობახიძემ, რომელმაც პრაქტიკულად აღიარა, რომ ამხელა თანამდებობის ფილარმონია კაცმა, რომ უსმენენ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და მერე ურცხვად ეს გამოაქვთ და ამით რაღაცა თეორიებს თხზავენ გამოგონილი რევოლუციებისა და არეულობების შესახებ.

ამაზე კომენტარიც უკვე შეუძლებელია გააკეთო, სიბრიყვის და შიშის ისეთი ნაზავია, რომ უკვე ყველაფერზე მიდიან, ასეთ რამეზეც კი, რომელიც წესით, იურისტს კობახიძეს,ბევრი რეგალიები რომ აქვს, უნდა იცოდეს, რომ ასეთი განცხადება წინ დახვდება, მაგრამ შიშს დიდი თვალები აქვს და ეტყობა, რომ ასეც არის.

ნუ ეშინია, შემიძლია ეს ვუთხრა, ყოველი ჩვენება მიცემული საკუთარი თავის წინააღმდეგ შეიძლება ანულირებილი იყოს მერე სამართლიან სასამართლოში, რადგან ადამიანი არ არის ვალდებული საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, მაგრამ რეჟიმის მხილებისთვის მშვენიერი რამ გამოვიდა, უნდა ვაღიაროთ“, - განაცხადა უგულავამ.    





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics