13:49 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 12:55:15, 543 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: სასიხარულოა, რომ ავიაკომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ საქართველოში ტურიზმისა და ფრენების აღდგენის პერსპექტივას

„სასიხარულოა, რომ საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ მომავალში საქართველოში ფრენის პერსპექტივას, ტურიზმის აღდგენის პერსპექტივას, რაც,  რა თქმა უნდა, არ მოხდება მყისიერად და იქნება ეტაპობრივად, მაგრამ ეს უკვე აძლევს საშუალებას,  მაგალითად,  Wizz Air-ს,  რომ მომავალი წლის გაზაფხულის პერიოდში კვლავ აღადგინოს ბაზა საქართველოში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პანდემიის გამო, ავიაკომპანიებს, მათ შორის  Wizz Air-ს,  ბევრ ქვეყანაში მოუწია ფრენების შეწყვეტა და ბაზების შემცირება.

„ეს იყო პანდემიიდან გამოწვეული დროებითი გადაწყვეტილება, მაგრამ ავიაკომპანია, რომელსაც ჩვენ ყველანაირად შევუწყეთ ხელი, 2016 წელს შემოვიყვანეთ და გავაფართოვეთ მისი ფრენები, ხედავს ჩვენი ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ ტრაექტორიას და აცხადებს, რომ გაზაფხულზე, დიდი ალბათობით, ბაზა საქართველოში აღდგება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics