16:36 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-28 13:35:45, 489 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - 2 ნოემბერიდან „ქართული ოცნების“ და ენმ-ის ლიდერებს „ლოქდაუნების“ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის ვიწვევთ

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერიას განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან ქვეყნის სრულ ჩაკეტვას გეგმავს.

ბოკერია მოუწოდებს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, აღნიშნულ საკითხზე დებატებში მონაწილეობა მიიღონ.

მისივე თქმით, მეორე ტურის წინ ხელისუფლება აპირებს ფორის შექმნას, რადგან კარგად იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ.

„ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, ქართული ოცნება გეგმავს ორშაბათიდან (2 ნოემბერი) ლოქდაუნის (ჩაკეტვა) გამოცხადებას.

ამ ნაბიჯით აპირებენ მეორე ტურების წინ ფორის შექმნას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ.

ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, რომ ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა“, - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics