08:41 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-28 12:34:28, 475 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ორშაბათიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა 2 ნოემბრიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ამ თემაზე სერიოზული დებატებია აუცილებელი, რისთვისაც პარტია  „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დისკუსიისთვის იწვევს.

„ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, ქართული ოცნება გეგმავს ორშაბათიდან (2 ნოემბერი) ლოქდაუნის (ჩაკეტვა) გამოცხადებას.

ამ ნაბიჯით აპირებენ მეორე ტურების წინ ფორის შექმნას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ.

ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, რომ ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა!“, - აღნიშნულია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics