10:21 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-24 13:37:02, 536 ნახვა

სამართალი
სადახლოსა და სარფში სამართალდარღვევები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე: ,,სადახლო-საავტომობილო" და ,,სარფი", სამართალდარღვევები გამოვლინდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსაურიდან ,,ექსპრესნიუსს აცნობეს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი", თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილი, რომელსაც მართავდა უცხო ქვეყნის მოქალაქის ფ.ა.  

მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე აღნიშნულ ტრანზიტულ ტვირთს წითელი დერეფანი განესაზღვრა და შესაბამის საბაჟო კონტროლის პროცედურებს დაექვემდებარა.

შემდგომი საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საქონლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, გამოვლინდა 3728 კილოგრამი არადეკლარირებული საქონელი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 288 893 ლარი შეადგინა.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კანონდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი აღიკვეთა საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო-საავტომობილო", ავტომანქანას, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე გ.გ. ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 11928 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩნდა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, 11928 ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა  შეეფარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics