|
2020-10-24 11:11:53, 614 ნახვა
პოლიტიკა
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობა კარგი მეზობლობის კარგი მაგალითია
„ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან სრულყოფილია. ერთმანეთს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ვეძახით“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ფრანგულ გაზეთ Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა. „აზერბაიჯანი არის პირველი ან მეორე მსხვილი ინვესტორი საქართველოში, ასევე პირველი ან მეორე გადამხდელი სიდიდით. ჩვენ გვაქვს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის. ჩვენ გვქონდა სამიტები და ასევე მინისტრთა შეხვედრები, მათ შორის შევხვდით თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრს. ჩვენი ძირითადი სატრანსპორტო და ენერგეტიკული კომუნიკაციები გადის საქართველოზე. საქართველოში არის აზერბაიჯანული დიდი თემი, დაახლოებით 300 000 ადამიანი, ამიტომ ჩვენი ურთიერთობები სრულყოფილია და ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობები, როგორც საქართველოსთან, ასევე თურქეთთან, შეიძლება ითქვას, არის კარგი მეზობლობის, კარგი მაგალითი. სხვათა შორის, არ აქვს მნიშვნელობა რელიგიურ მრწამსს, ჩვენ არ ვუყურებთ რეგიონს ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)