|
2020-10-23 12:37:50, 521 ნახვა
სამართალი
სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ნ.ს. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ნ.ს.-მ, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა არარეზიდენტი საწარმოს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. „განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ნ.ს. და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები, საქმიან ნდობაში შევიდნენ ჩეხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული საწარმოს დირექტორთან, რომელსაც თითქოსდა ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე არსებული კომპანიების აქციების შესაძენად გამიზნული 89 240 ევრო, მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში, ნ.ს.-ის მიერ დაფუძნებული საწარმოს ანგარიშზე და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მას. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)