15:59 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-23 10:39:35, 472 ნახვა

პოლიტიკა
ნანა დევდარიანი - „პატრიოტთა ალიანსი“ უსწრებს „ქართულ ოცნებას“!

„პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაკის ოლქში ნანა დევდარიანი პარტიის მიერ ჩატარებულ 1 200 000-იან უპრეცედენტო გამოკითხვაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ასეთი მასშტაბური კვლევა არავის ჩაუტარებია.

დევდარიანის განცხადებით, გამოკითხვის მიხედვით "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" და მას გაცილებით დიდი მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, არჩევნებზე დაახლობით 1 800 000 ადამიანი მიდის, რაც ნიშნავს იმას, რომ პარტიას არჩევნებზე მიმსვლელთა უდიდესი ნაწილი  - 1 200 000 ადამიანი ყავს  გამოკითხული.

"მე მუდმივად ვადევნებდი თვალს ყველა კვლევას - არც ერთი მათგანი არასოდეს არ დამთხვევია არჩევნების შედეგებს. აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა - ესენი ან სრულიად აცდენილები არიან რეალობას, ან უკვეთავენ კვლევებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულნი ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან. იმიტომ არის ასეთი განსხვავებები. ერთში ხელისუფლებას აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი, მეორეში "ნაციონალურ მოძრაობას". ასე რომ, 1 200 000 ადამიანის გამოკითხვა არის უპრეცედენტო მსოფლიოში, რადგან ასეთი მასშტაბური გამოკითხვა არავის ჩაუტარებია! "პატრიოტთა ალიანსმა" გადაწყვიტა, დაედო რეალური სურათი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ 60% გვაქვს მხარდაჭერა, თუმცა, "ქართულ ოცნებას" ვუსწრებთ. გამოკითხულთა ეს რაოდენობა მნიშვნელოვანია, რადგან არჩევნებზე დაახლობით 1 800 000 ადამიანი მოდის - ეს იმას ნიშნავს, რომ გამოკითხულია არჩევნებზე მომსვლელთა უდიდესი ნაწილი!", - განაცხადა ნანა დევდარიანმა.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics