2020-10-23 10:09:12, 487 ნახვა
სამართალი
გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა დატოვა
გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა დატოვა.
აღნიშნულის მიზეზი მისი უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ არჩევა გახდა.
კანონმდებლობით ეს პოზიციები შეუთავსებელია, რის გამოც მიქაუტაძეს თანამდებობის დატოვება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოუწია.
ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძე აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. მან ამ თანამდებობაზე ლევან მურუსიძე შეცვალა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალ მდივანს 30 ოქტომბერს აირჩევენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,