15:40 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 12:48:38, 484 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - რა იყო ის, რაც გუშინ ვნახეთ ზუგდიდში? საქართველოშია ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ზუგდიდში გუშინ განვითარებული მოვლენები ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო პრაქტიკულად განადგურებულია.

მისივე თქმით, საქართველოშია ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი.

„რა იყო ის, რაც გუშინ ჩვენ ვნახეთ, ასეთი რამე, არა მხოლოდ საქართველოში არ იყო არასდროს წარმოსადგენი, შევარდნაძის დროსაც კი, ასეთი რამე შეუძელებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში ნებისმიერი სხვა ქვეყანაში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საქართველოს სახელმწიფო მათ პრაქტიკულად გაანადგურეს, რაშიც ჩვენ გუშინ დავრწმუნდით. საქართველოში აღარ არის სახელმწიფო, საქართველოშია ბიუჯეტის ქურდების და კრიმინალების ჰიბრიდი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ დიდი დაუცველობის განცდა, არა მხოლოდ ჯანმრთელობის და ფინანსური, არამედ ფიზიკური კუთხითაც, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა.

„გუშინ შეიარაღებული თავდამსხმელი მივიდა თავდასხმის ადგილზე, ჩაცმულობით, იარაღით, როგორც ამბობენ, გატაცებული მანქანით, ქალაქის ცენტრში, ისე, რომ არავინ გააჩერა, რატომ? იმიტომ, რომ იქ იყო დაგეგმილი „ნაციონალური მოძრაობის" მრავალათასიანი აქცია, და მთელი სუს-ი და პოლიცია კი გადართული იყო იმ აქციის კონტროლზე. „მარშუტკა" არავის წაეყვანა დამატებით, ავტობუსებს აკონტროლებდნენ, სურათებს უღებდნენ ხალხს და მათ არ ეცალათ ნამდვილად მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის და კრიმინალებისთვის. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics