11:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-20 09:55:59, 599 ნახვა

სამართალი
შსს-ს პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომლის ფარგლებშიც, ევროპულმა მხარემ ქართულ მხარეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ახალი, 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის პროექტი წარუდგინა. ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც სხვადასხვა თემატურ მიმართულებას მოიცავს, 2014 წელს საქართველო-ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების ეფექტიან იმპლემენტაციას უწყობს ხელს.

შეხვედრაზე კახაბერ საბანაძემ ხაზი გაუსვა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობას და ამ კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევასა და ჩართულობას.

ევროკავშირის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელი - ლუკ დევინი; ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი -კარ ჰერცელი და ევროკომისიის სხვა წარმომადგენლები.

ქართული მხრიდან შეხვედრას მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - ვახტანგ მახარობლიშვილი. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ სხვადასხვა უწყების მაღალი დონის წარმომადგენლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics