15:14 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-19 15:48:37, 658 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე - ნეტავ, მთავრობა იყოს თვითიზოლაციაში, შედეგები უკეთესი იქნება

ნეტა არ გვყავდეს მთავრობა და იყოს თვითიზოლაციაში, შედეგები იქნება უკეთესი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის გარეშე ხალხი ეპიდემიის პირობებში უკეთესად მოახდენს თვითორგანიზებას.

„არავის მთავრობაში ამ ვირუსს არ ვუსურვებ, მაგრამ ნებაყოფლობით, ჯანმრთელები თუ წავლენ დროებით და იქნებიან იზოლირებულნი, უკეთესია ქვეყნისთვის, რადგან მათი ნაბიჯები უარესია, ვიდრე სიკეთის მომტანი. რომ არ გვყავდეს მთავრობა ხალხი უკეთესად მოახდენს თვითორგანიზებას, ვიდრე გვყავს მთავრობა, რომელმაც 5 მილიარდი დახარჯა, 5 თვე გაანიავა და საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა ვირუსის გავრცელების კუთხით. როგორ არის იცით? ფეხბურთელს რომ შემოუშვებ მოედანზე, ორ პენალტს რომ აიკიდებს და მერე თავში ხელს რომ ირტყამენ, ნეტა, არ შემოსულიყო და მჯდარიყო იქ, ათი კაცით ჩამთავრებულიყო თამაში უკეთესი იქნებოდაო. ნეტა არ გვყავდეს მთავრობა და იყოს თვითიზოლაციაში, შედეგები იქნება უკეთესი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics