|
2020-10-19 13:44:38, 565 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერის განცხადებით, ენმ-ს ღონისძიება ვირუსის გავრცელების ყველაზე მძიმე ეპიცენტრში, აჭარაში, იყო მავნებლობა
მაშინ, როდესაც იცი, რომ აჭარა არის ყველაზე მძიმე ეპიცენტრი ვირუსის გავრცელების, უბრალოდ უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, უფრო მეტიც, ეს არის მავნებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისივე თქმით, ელემენტარული მოთხოვნაა, აქციის 1500 მონაწილეს გაუკეთო პირბადე ან თხოვო, დაიცვან დისტანცია. „როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას არ ვზღუდავთ, რადგან გვაქვს შესაძლებლობა და მზად ვართ, რომ ინფიცირების მაღალი ციფრების პირობებშიც ვმართოთ ეს რისკები და ვმართოთ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, აქ ჩვენს პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ. თუმცა მარტო ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობა ვერაფერ შედეგს ვერ მიაღწევს, ან პირიქით, დიდი რისკის ქვეშ დააყენებს ჩვენს საზოგადოებას, თუ ჩვენმა პარტნიორებმა, პოლიტიკურმა ოპონენტებმა მათ შორის, ეს ხომ ჩვენი საზოგადოების ნაწილია, მსგავსი, აბსოლუტურად მიუღებელი, კატეგორიულად მიუღებელი ღონისძიებები ჩაატარეს. ეს ხომ არ არის დიდი მოთხოვნები? ელემენტარული მოთხოვნაა – აქციის 1500 მონაწილეს გაუკეთო პირბადე. ეს ხომ რთული არ არის? ან ელემენტარულად, თხოვო ამ ადამიანებს, დაიცვან დისტანცია. მაშინ, როდესაც იცი, რომ აჭარა არის ყველაზე მძიმე ეპიცენტრი ვირუსის გავრცელების, ეს უბრალოდ უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, უფრო მეტიც, საბოლოო ჯამში, ეს არის მავნებლობა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)