14:51 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-20 18:34:49, 574 ნახვა

საზოგადოება
კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ,,ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულისადმი“ მიძღვნილი აქცია გაიმართა

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს ორგანიზებით და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით   ,,ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულისადმი“ მიძღვნილი  აქცია გაიმართა.

მარათონი მიმდინარეობდა  სლოგანით გავერთიანდეთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ.

მარათონში მონაწილეობა მიიღეა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა, ქ.თბილისის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს წარმომადგენლებმა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID შUშთAIN), ეროვნული სკრინინგ ცენტრის, აშშ-ს საელჩოს, ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების, კერძო კომპანიების, ჯანდაცვის ობიექტების, საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოების და ბევრმა  სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციისწარომადგენლებმა.

მარათონი ჩატარდა ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაციის მიზნით. ღონისძიების მიზანია საზოგადოების მიერ ძუძუს კიბოს პრობლემის გათვითცნობიერება და ქალთა ცოდნის დონის ამაღლება ძუძუს დაავადებების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის და მეთოდების შესახებ.

მარათონით მოხდა განათლების გაძლიერებისა და სტიგმის დაძლევის აუცილებლობის ხაზგასმა.  არსებობს ძუძუს კიბოს გამოკვლევის უფასო სერვისები, თუმცა მათი სრულფასოვანი გამოყენება არ ხდება. მოსახლეობამ არ იცის რაოდენ მნიშვნელოვანია ნაადრევი გამოვლენა და რატომ არის აუცილებელი სარძევე ჯირკვლის გამოკვლევები რეგულარულად.

ძუძუს კიბო წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ კიბოს და რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს საქართველოში. 

სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 2014 წელს  რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 1019 ახალი შემთხვევა (რაც 5% მეტია, ვიდრე წინა წელს: 2013 წ. – 972), მათ შორის 7 - მამაკაცებში (2013 წ. – 12). წლის ბოლოს აღრიცხვაზე იმყოფებოდა 6207 ავადმყოფი (2013 წ. - 6123). 2014 წელს სარძევე ჯირკვლის ახლად გამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო რაოდენობაში I და II სტადიაზე გამოვლენის წილმა თითქმის 50% შეადგინა.

აქცია - მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად უკვე მეათედ გაიმართა საქართველოში და იგი ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. 2005 წლიდან, 3 წლის განმავლობაში, მარათონი იმართებოდა ქ. ქუთაისში, ხოლო 2009 წლიდან  “საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად” თბილისში დაფუძნდა და გადაიქცა ერთ-ერთ უდიდეს აქციად. 10 000 ზე მეტი მონაწილის, საქართველოში მოღვაწე უცხოელი მოქალაქეების დამსახურებაა, რომ ამ აქციის საშუალებით ხდება ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდა. მსგავსი აქციები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდის დამფუძნებელმა ნენსი ბრიკერმა 1983 წელს პირველად მსოფლიოში მოაწყო “მარათონი გადარჩენისათვის”. მარათონმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მოსახლეობაში და აშშ-ში ტრადიციად იქცა.

2015 წელს საქართველოს „მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად“ ჩატარდა სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა შენარჩუნების, ჯეი-ეს-აის კვლევისა და სწავლების ინსტიტუტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თბილსის მერიის, ეროვნული სკრინინგ ცენტრის, გამარჯვებულ ქალთა კლუბის, ბი-პი-ს, პროკრედიტ ბანკის, შპს როშ ჯორჯიას, ბანკი რესპუბლიკას, საქველმოქმედო ფონდი „ავერსის“,  კუს ტბა კალას,  ჯორჯიან ივენთის, ჰელფინგ ჰენდის, IDS ბორჯომი საქართველოს, ჯორჯიან ბეიკერსის, კონტური - ფიტნეს კლუბის, სს „სმარტ რითეილის“,  „გენი ქართულის”, Holliday Inn თბილისის საქართველო,   შპს “გეოპლანტი“  - ჩაი გურიელის, კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას, Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi-ს,   სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფის“,  კლინიკა „მედი პრაივის“, რონის პიცას,  კაფე „ნატურას“  მხარდაჭერით.

მარათონის ფარგლებში მოეწყო რბოლა  - გამარჯვებულების დაჯილდოვება, მსვლელობა და საქველმოქმედო კონცერტი ღია ცის ქვეშ, რომლის ერთ-ერთი მიზანი ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობაა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics