14:54 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-17 17:55:19, 628 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა - როცა საჭირო არ იყო, ჩიტს ვესროლეთ ზარბაზანი და ეხლა, როდესაც გველეშაპი მოგვადგა, წყლის თოფიც აღარ

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, გაუარესებულ ეპიდსიტუაციასა და ხელისუფლების ბრალდებებს ეხმაურება ოპოზიციის მიმართ.

უგულავას თქმით, ეპიდემიის მართვა მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობაა და მათ ეს ჩააფლავეს.

უგულავა ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ნუ იშვერენ ხელებს, ნუ იქნევენ და აბაკუნებენ ფეხებს და მიხედონ საქმეს. როგორც უგულავა ამბობს, თუკი ადამიანების ჯანმრთელობას მასიურად დაემუქრა საფრთხე, ეს იქნება პირადად ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

„კოვიდის მართვა, ეპიდემიის მართვა, თავიდან ბოლომდე მთავრობის პასუხისმგებლობაა და ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობამ ჩააფლავა. როცა საჭირო არ იყო, ჩიტს ვესროლეთ ზარბაზანი და ეხლა, როდესაც გველეშაპი მოგვადგა, წყლის თოფიც აღარ გვაქვს, რომ რეალურად ვებრძოლოთ.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ხელებს ნუ იშვერენ, ფეხებს ნუ იქნევენ, ფეხებს ნუ აბაკუნებენ, მიხედონ საქმეს და თუ ადამიანების მასიურად ჯანმთელობას დაემუქრა საფრთხე, ეს იქნება პირადად მათი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics