|
2020-10-17 15:09:48, 752 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - სამარცხვინოა „ქართული ოცნების“ მითითებები გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით
სამარცხვინოა „ქართული ოცნების“ მითითებები გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო კამპანია შევიდა ფინალურ სტადიაში და წარმოუდგენელია კამპანიის წარმოება ფართომასშტაბიანი შეკრებების გარეშე. „საარჩევნო კამპანია შევიდა ფინალურ სტადიაში და წარმოუდგენელია კამპანიის წარმოება ფართომასშტაბიანი შეკრებების გარეშე. ეს შეკრებები არ ყოფილა პირველი და მანამდე ჩვენ ძალიან ბევრი მსგავსი შეხვედრა ვნახეთ ბათუმში, ეს იყო პოლიტიკური, სპორტული, რელიგიური თუ სხვა სახის შეკრებები. რაც შეეხება ბათუმს, ბათუმში ნამდვილად არ ველოდით ჩვენ ხალხის ამხელა ნაკადს მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები იყვნენ მზად. იყო პირბადეები, თერმოსკრინინგი, მაგრამ ხალხის ძალიან დიდი ნაკადი მოვიდა ამიტომ შეიქმნა გარკევული პრობლემები. 5 000 პირბადე იყო დარიგებული მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი. ბათუმმა დაგვანახა რომ შემდეგ აქციაზე ბევრად უფრო ორგანიზებული ვიყავით, რათა დამატებითი კითხვები არ გაჩნდეს. „ოცნების“ დამარცხების გარეშე ვერ კორონავირუსსს დავამარცხებთ და ვერც სწრაფ ცვლილებებს ვერ დავიწყებთ. სამარცხვინოა „ქართული ოცნების მითითებები გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ მათი ორგანიზებით არაერთი აქცია ვნახეთ, გავიხსენოთ რაც ხდებოდა მთელი ზაფხულის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)