10:58 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-20 13:49:28, 672 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტო: დღეს 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 24,2 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში  24,2 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მათ შორის, 8,8 ათას ტონამდე რქაწითელი, 10,2 ათას ტონამდე საფერავი, 1,1 ათას ტონამდე კახური მწვანე და 4,1 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი. 
მათივე ცნობით, ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა კახეთის რეგიონში 14 მლნ ლარს მიაღწია. 
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული - განვლილი 24 საათის განმავლობაში  5 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. 
ყველაზე დიდი რაოდენობით - 6,7 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 47 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის,  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 11 ღვინის საწარმო",-აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
პროკურატურა - თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა მისი განმარტებით, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ
პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ობიექტებიდან ჯარისკაცების ნაწილს გაიყვანს
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურას განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics