|
2020-10-16 18:16:51, 583 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - ერთიანობა, დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა არის გამოსავალი, რომ ჩვენ მეორე ტალღაც დავამარცხოთ
დაგვრჩა ორი კვირა, საკმაო გამოწვევებით სავსე, თუმცა ჩვენ ეს ორი კვირაც ღირსეულად უნდა გავიაროთ, ისე, როგორც გამოვიარეთ ეს ბოლო წლები - ღირსეულად უნდა გავიაროთ და ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოზურგეთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა დადგა პანდემიის მეორე ტალღის გამოწვევის წინაშე და ერთიანობა და პასუხისმგებლობა არის გამოსავალი, რომ საქართველომ მეორე ტალღაც დაამარცხოს ისე, რომ გადარჩეს ქვეყნის ეკონომიკა და ამასთან ერთად ჩატარდეს ყველაზე დემოკრატიული არჩევნები. „მოგესალმებით ჩვენო გურულებო, ჩვენო ოზურგეთელებო. დიდი პატივია დღეს თქვენთან აქ ყოფნა, ამ მშვენიერ ეზოში, მყუდრო, შინაურულ გარემოში და გურიის მომავალზე საუბარი. ეს კუთხე არის უნიკალური ნიჭის ადამიანების კუთხე და შემთხვევითობა არ არის, რომ უამრავი ღირსეული საზოგადო მოღვაწე აჩუქა ამ კუთხემ ჩვენს ქვეყანას, მის პოლიტიკას, ხელოვნებას, კულტურას - ყველა სფეროს. ამიტომ, ძალზე დიდი პასუხისმგებლობაა თქვენთან საუბარი. თითოეულ სიტყვას ზომავ, განსაკუთრებით სიტყვას, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული. სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს ამ გლობალური გამოწვევის, პანდემიის პირობებში ვხვდებით, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს რომ ორი კვირა დაგვრჩა, ორი კვირა, საკმაო გამოწვევებით სავსე, თუმცა ჩვენ ეს ორი კვირაც ღირსეულად უნდა გავიაროთ, ისე, როგორც გამოვიარეთ ეს ბოლო წლები. ღირსეულად უნდა გავიაროთ და ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ. ეს ყელაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც გავუმკლავდით პირველ ტალღას, დავიცვით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენი ეკონომიკა, მაგრამ როგორც ვამბობდით, დავდექით მეორე ტალღის გამოწვევის წინაშე და ყველას უნდა გვესმოდეს - ერთიანობა, პასუხისმგებლობა, დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა არის გამოსავალი, რომ ჩვენ მეორე ტალღაც დავამარცხოთ კოვიდთან ბრძოლაში და რაც მთავარია, დავამარცხოთ ისე, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკა, დავიცვათ თითოეული სამუშაო ადგილი და ამასთან ერთად, ჩავატაროთ ყველაზე დემოკრატიული, ღირსეული არჩევნები. ეს ძალზე სერიოზული გამოწვევაა და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავუმკლავდებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა მომავალი 4 წლის განმავლობაში, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება იყოს უფრო უსაფრთხო და ღირსეული.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)