23:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-16 12:41:41, 538 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის მოკლე რეზიუმე, იმ სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც უშუალოდ სააკაშვილის დავალებით გადაეცა რუსეთს

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რეალურად ვინ არის რუსული ინტერესების გამტარებელი ქვეყანაში. ხელთ მაქვს მოკლე რეზიუმე, იმ სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც უშუალოდ სააკაშვილის დავალებით გადაეცა რუსეთს, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს,“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდიაში იმ ობიექტების ნუსხა წარმოადგინა, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რუსულ სახელმწიფო კომპანიებს გადაეცათ.

„მე ახლა ამ მოღალატეებს მივმართავ, მაშინ, როცა ბატონი, თქვენი ბოროტი მასხარა, გარყვნილი სააკაშვილი გადასცემდა ენგურჰესს, ჟინვალჰესს, რიონჰესს, გუმათი 1, გუმათი 2, შაორჰესს, ვარციხე, ხრამი, ეს ყველაფერი გადაეცა „რაო“-ს და რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, აღარ გავაგრძელებ... სად იყვნენ ეს ადამიანები?! სად იყვნენ მაშინ, როდესაც სრული მწვანე შუქი ჰქონდათ მიცემული ომამდე და ომის შემდეგ?! მაშინ, როცა აქ ამტკიცებდა, რომ პროდასავლური იყო. ეს არის რეალურად რუსული სპეცოპერაციის ნაყოფი. რეალურად, სააკაშვილი მოვიდა პრიმაკოვის გარანტიით, მისი ბიძა ცნობილია, როგორც კგბ-ს პოლკოვნიკი და იაღარის „ბარიგა“, არ მოვერიდები ამის თქმას. ეს ხალხი ებრძვის ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. არჩევანი არის ჩვენს ხალხზე. ჩვენ ან ავირჩევთ პატრიოტიზმს, ან ავირჩევთ ღალატს“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics