|
2020-10-15 22:51:48, 526 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - დღეს ბევრს მოვისმენთ წარსულზე, თუმცა ახლა მომავლის დროა და ჩვენ ვართ მომავლის გუნდი
„დღეს ბევრს მოვისმენთ წარსულზე, თუმცა ახლა მომავლის დროა და ჩვენ ვართ მომავლის გუნდი“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გამართულ დებატებზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს დებატებზე გიორგი გახარია უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას ხალხის შეეშინდა. „სამწუხაროდ, დღეს ჩემს გვერდით უნდა მჯდარიყო გიორგი გახარია, რომელიც არის „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, მაგრამ ის აქ არ მოვიდა რადგან ეშინია. ეშინია იმის, რომ გასცეს ხალხს პასუხი, რატომ არის მილიონზე მეტი ადამიანი მშიერი დღეს. მას ეშინია, იმ ადამიანების, რომლებიც კერძო სექტორში უმუშევარი დარჩნენ. მას ეშინია გასცეს პასუხი, თუ რატომ დასთხარა თვალები 20 ივნისს ქართველ ახალგაზრდებს. მას ეშინია გასცეს პასუხი, თუ რატომ მოხდა ისე, რომ თვითონ გამდიდრდნენ და ხალხი გაღარიბდა. დღეს ბევრს მოვისმენთ წარსულზე, მაგრამ ჩვენი გუნდი არის მომავლის გუნდი, საქმის გუნდი, დიახ ჩვენი მიზანია გავაკეთოთ მეტი საქმე ქართველი ხალხისთვის და დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)