|
2020-10-15 12:33:39, 663 ნახვა
სამართალი
ადვოკატის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის განცხადება გაუგებარია, დეკანოზს კლინიკაში გადაყვანაზე ინფორმაცია სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელმა მიაწოდა
ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატ ქეთი ჩუთლაშვილის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება გაუგებარია, რადგან დეკანოზს სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელმა მიაწოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თავად სასჯელაღსრულების წარმომადგენელთან დაკავშირებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. „ოთხშაბათს საღამოს თავად დეკანოზი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მასთან იყო შესული სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ ხუთშაბათს იგეგმება მისი კვლევის მიზნით სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გადაყვანა, კვლევის ჩატარება და შემდგომ მისი უკან დაბრუნება. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდი, რომ დავკავშირებოდი სასჯელაღსრულების წარმომადგენელს, რომლის კონტაქტიც თავად დეკანოზმა გამიზიარა, თუმცა სამწუხაროდ, ჩემს ზარებს არ პასუხობდა. დღეს ვცდილობდი დილიდან დაკავშირებას და ისევ არ პასუხობდა. ამ ეტაპზე შევალ დაწესებულებაში და შევეცდები, ადმინისტრაციის მეშვეობით მივიღო ინფორმაცია. მე სასჯელაღსრულების ეს განცხადება თავად არ მინახავს და გაუგებარია. როგორც გითხარით, ოთხშაბათს საღამოს თავად დამიკავშირდა დეკანოზი, რომელსაც თავის მხრივ ინფორმაცია მიაწოდა სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელმა“, - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)