|
2020-10-15 10:59:50, 634 ნახვა
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, მსჯავრდებული დეკანოზის მდგომარეობა არ დამძიმებულა. „2020 წლის 14 ოქტომბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ მიზეზით იგეგმება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა. მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, ამის საჭიროება არ დგას, ვინაიდან როგორც ზემოთ ითქვა, მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი“, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პენიტენციური დაწესებულებიდან საავადმყოფოში გადაიყვანენ. აღნიშნულის მიზეზი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა. მამალაძე საავადმყოფოში კვლევების ჩასატარებლად გადაჰყავთ. ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზეა მსჯავრდებული. დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)