22:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 14:19:11, 464 ნახვა

კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი კარტოგრაფებზე - დაუსაბუთებელი ბრალდების გარეშე ცილისწამება კრიმინალური დანაშაულია

დაუსაბუთებელი ბრალდების გარეშე ცილისწამება ცუდი საქციელია და კრიმინალური დანაშაულია, - ასე ეხმაურება ხალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი დავით-გარეჯის საქმეზე დაკავებული ჯარტოგრაფების საქმეს.

როგორც მან მცხეთაში ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის პრობლემური საკითხი, რადგან რუკებზე გარეჯის საკითხი მონიშნული არ არის.

„ვინმეს პირადად გინახავთ ეს რუკები? ნახეთ ეს რუკა, გარეჯი საერთოდ არ არის ამ რუკაზე. კითხვის ნიშანი გარეჯზე არ ისმის. ვის ინტერესშია ეს ყველაფერი თქვენ გადაწყვიტეთ. გეუბნებით, რომ ყველა რუკა, რომელიც არსებობს ნახეთ. არსად არ არის გარეჯზე საუბარი. რა თქმა უნდა, არის დემარკაციის საკითხი, არის ტერიტორიის გადაწევა-გადმოწევა. თვითონ ვიყავი ამის მომსწრე, 2001 წლამდე მე ვიყავი ბოდბის ეპისკოპოსი და ჩვენ ეპარქიას ჰქონდა ფერმა, რომელიც სამჯერ გადავიდა-გადმოვიდა ხელში. ეს არის პრობლემური საკითხი ნახეთ ეს რუკები აუცილებლად. თუ შეიძლება, ვინმემ გამოაქვეყნოს ეს რუკები. ვიცი რომ პროკურატურამ გამოქვეყნა, მაგრამ არავის არა გვაქვს ნანახი. იქ გარეჯის საკითხი საერთოდ არ არის მონიშნული.

დაუსაბუთებელი ბრალდებით მხოლოდ ყურმოკვრით ადამიანს დადო ბრალი სამშობლოს ღალატში, ეს არის ძალიან არასწორი საქციელი რბილად რომ ვთქვათ. დაუსაბუთებელი ბრალდების გარეშე ცილისწამება ცუდი საქციელია და ეს არის კრიმინალური დანაშაული“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics