16:39 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 12:16:15, 672 ნახვა

სამართალი
ვაშაძე კარტოგრაფების საქმეზე - პრემიერი რომ გავხდები, სიმართლეს პროკურატურის ჯურღმულში კი არა, ექსპერტების ჩართულობით დავადგენ

პრემიერი რომ გავხდები, სიმართლეს პროკურატურის ჯურღმულში კი არა, ექსპერტების ჩართულობით დავადგენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარ პარტიულ ინტერესებს უფრო ზემოთ აყენებს, ვიდრე სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

„ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ პარტიულ ინტერესებს უფრო ზემოთ აყენებს, ვიდრე სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ესაა ჩვეულებრივ დადგმული შოუ, რომელიც ჩვენ შემოგვთავაზეს. როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერი, პირობას ვაძლევ ყველას, საზოგადოებრივი კომისია შეიქმნება და ყველაფერს დავადგენთ ხალხისა და ექსპერტების ჩართულობით და არა პროკურატურის ჯურღმულებში, რომელიც პოლიტიკურ დავალებას ასრულებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ნატალია ილიჩოვას ინტერესებს „უფლებები საქართველო“ დაიცავს. მას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, ივერი მელაშვილთან ერთად, ბრალი 2005-2007 წლებში მეზობელი ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ჩადენაში ედება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics