2020-10-14 11:33:35, 642 ნახვა
სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძეს პენიტენციური დაწესებულებიდან საავადმყოფოში გადაიყვანენ
დეკანოზ გიორგი მამალაძეს პენიტენციური დაწესებულებიდან საავადმყოფოში გადაიყვანენ.
აღნიშნულის მიზეზი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა.
მამალაძე საავადმყოფოში კვლევების ჩასატარებლად გადაჰყავთ.
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზეა მსჯავრდებული. დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან