|
2020-10-14 10:41:50, 513 ნახვა
პოლიტიკა
„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ - მთავრობაზე კონტროლის მექანიზმი არ მუშაობს
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ პარლამენტის 2020 წლის საგაზაფხულო და საგანგებო სესიების მუშაობას აფასებს. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, მთავრობაზე კონტროლის მექანიზმი არ მუშაობს, ხოლო კომიტეტების მუშაობა არ არის აქტიური. „პარლამენტის მიერ მთავრობის კონტროლი ძალიან დაბალია – მინისტრები, დაბარების მიუხედავად, ძალიან იშვიათად ცხადდებიან პარლამენტში; ამის საპასუხოდ პარლამენტს არ გაუტარებია რაიმე ქმედითი ღონისძიება. მინისტრთა ანგარიშები, ფაქტობრივად, არ განიხილება, ან სხვა და სხვა ფორმატით მათი მოსმენა პარლამენტში არსებით ხასიათს არ ატარებს. ხშირ შემთხვევაში, დეპუტატების შეკითხვა/კომენტარები ეხება არარელევანტურ საკითხებს. კომიტეტების მუშაობა არ არის აქტიური: კომიტეტების უმრავლესობამ სხდომების მხოლოდ მინიმალური ან მინიმალურზე ნაკლები რაოდენობა ჩაატარა. კომიტეტები პასიური არიან სხვა უფლებამოსილებების გამოყენებაშიც, როგორებიცაა – საკანონმდებლო ინიციატივები; კანონის აღსრულების კონტროლი; ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესწავლა; დროებითი საგამოძიებო კომისიებისა და სხვა დროებითი კომისიების შექმნა; სასამართლო პრაქტიკის შესწავლა; კანონქვემდებარე აქტების კანონებთან შესაბამისობის შესწავლა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)