13:43 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 10:38:40, 532 ნახვა

პოლიტიკა
„დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“: პანდემიის პირველ ეტაპზე პარლამენტი სრულიად უუნარო აღმოჩნდა

დემოკრატიის ინდექსი – საქართველო პარლამენტის 2020 წლის საგაზაფხულო და საგანგებო სესიების მუშაობას აფასებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიის პირველ ეტაპზე პარლამენტი აღმოჩნდა სრულიად უუნარო, მას არ გაუტარებია რაიმე ღონისძიება კანონშემოქმედებითი ან საზედამხედველო კუთხით.

„საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პარლამენტი არ ფუნქციონირებდა და ის

•             პანდემიის პირველ ეტაპზე პარლამენტი აღმოჩნდა სრულიად უუნარო – არ გაუტარებია რაიმე ღონისძიება კანონშემოქმედებითი ან საზედამხედველო კუთხით.

საპარლამენტო ოპოზიციის როლი სუსტია:

•             ოპოზიციის ხანგრძლივი ბოიკოტი პარლამენტის როლს კიდევ უფრო აკნინებს, შესაბამისად სუსტდება არსებითი და კრიტიკული დებატების შესაძლებლობა.

•             ოპოზიციის საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობა, მცდელობის მიუხედავად, შეფერხდა. კერძოდ, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტების მომზადების ეტაპი ყოველ-ჯერზე გაჭიანურდა, რის გამოც, მათი განხილვა არ მოხდა.

•             ოპოზიცია მთავრობის კონტროლის მექანიზმების გამოყენების თვალსაზრისით, როგორიც არის მაგ., საგამოძიებო კომისიების შექმნა – არ აქტიურობდა, განსხვავებით წინა სესიისგან“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.

ცნობისთვის, დემოკრატიის ინდექსი – საქართველო 2019 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც, პარლამენტის საქმიანობაზე დაკვირვებით, განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
„თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics