|
2020-10-14 09:59:16, 506 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - რუსეთი მუდმივად არღვევს 2008 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
"რუსეთი მუდმივად არღვევს 2008 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის RUSI-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა. გახარიამ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივი ზეწოლის ქვეშ იყო. „ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. წლების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივი ზეწოლის ქვეშ იყო. დღესაც, პანდემიის პირობებშიც კი, ჩვენ ვდგავართ ე.წ ბორდერიზაციის პროცესის წინაშე, რომელიც საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმეა. რუსეთი მუდმივად არღვევს 2008 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ გვყავს ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი და დევნილი, რომელიც დღემდე ვერ ბრუნდება შინ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)