|
2020-10-13 15:31:36, 538 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ძალადობრივი პოლიტიკის შემოქმედი და მასზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილია
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ძალადობრივი პოლიტიკის შემოქმედია. მისი თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ წინა არჩევნებზე მომხდარი ძალადობის ფაქტები კვლავ გამოუძიებელი დატოვა. „ოპოზიცია ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ამიტომ ჩვენს ინტერესებში ცხადია, რომ არანაირი არეულობა, პროვოკაციები და ძალადობრივი თავდასხმები არ შედის. ერთადერთი ვის ინტერესებშიც ეს შედის არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება ამ საკითხის მეორე მხარეს, ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც გამოუძიებელი და დაუსჯელი დატოვა ყველა ჯერზე წინა არჩევნებზე ძალადობის ფაქტები და პირიქით, ახალისებს საკუთარი პოლიტიკით სწორედ ძალადობას ოპოზიციის წინააღმდეგ. ასე რომ, ძალადობრივი პოლიტიკის შემოქმედი, ავტორი და მასზე პასუხისმგებელი მთლიანად არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)