|
2020-10-12 17:59:08, 419 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის გაერთიანებამ „TV პირველთან“ მილიონი ლარის ხელშეკრულება დადო
გიორგი ვაშაძის გაერთიანებამ, "სტრატეგია აღმაშენებელმა" "TV პირველთან" მილიონი ლარის ხელშეკრულება დადო. ინფორმაცია გაერთიანების დეკლარაციაშია ასახული. "TV პირველში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ნახევარი უკვე აითვისა და შესაბამისი თანხაც გადაიხადა. ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია, ჯამში რამდენი წუთის განმავლობაში გადიოდა ამ არხზე მისი რეკლამა, რადგან ფასი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა გადაცემაში გადიოდა სარეკლამო რგოლი. 1-21 სექტემბრის ფარგლებში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ვაშაძის გაერთიანებამ 2 027 870 ლარის სარეკლამო ხელშეკრულებები დადო. "TV პირველის" შემდეგ ყველაზე მეტი თანხა ბილბორდების განთავსებაში იხარჯება. რაც შეეხება მედიასაშუალებებს, მას სარეკლამო ხელშეკრულებები დადებული ჰქონდა "ფორმულასთან" (150 ათასი), "კავკასიასთან" (31 ათასი), გაზეთებთან - "ალია" და "კვირის ქრონიკა" (5 ათასი ლარი).
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)