|
2020-10-12 17:04:16, 573 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე ხელისუფლებას - თქვენ რეალურად შექმენით ვალების ეკონომიკა
"ევროპული საქართველოს" წევრმა, ირაკლი აბესაძემ, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკარაურიძეს, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს" ფრაქციების სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მიმართა. აბესაძის თქმით, ხელისუფლებამ პანდემიის დროს აიღო 8 მილიარდი ლარის ვალი, ბიუჯეტის პროექტით კი კიდევ 3,2 მილიარდი ლარის ვალი აიღო, საბოლოოდ კი ამან შესაძძლოა გამოიწვიოს ის, რომ ვალმა გადააჭარბოს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს, რაც აღღვევს ეკონომიკური თავისუფლების სახით გათვალისწინებულ მეორე პარამეტრს. აბესაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ რეალურად საქართველოს ეკონომიკა ვალების ეკონომიკად გადააქცია. “მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს, სახელმწიფო ვალი, რომელიც ნომინალურ მაჩვენებელში თითქმის გააორმაგეთ და უფრო მეტად გაზარდეთ უფრო სწორად და ეკონომიკასთან მიმართებაშიც თითქმის გააორმაგეთ. ყველანაირი ნიშნული გადალახეთ, წელს აიღეთ 8 მილიარდი ვალი, გასაგებია, რომ პანდემიას აბრალებთ ამას, მომავალ წელს იღებთ დამატებით 3,2 მილიარდ ლარს ვალად და ადიხართ 57%-ზე ეკონომიკსათან მიმართებით, ოღონდ თუ იქნება 5%-იანი ზრდა, რომელიც თქვენ დაგეგმილი გაქვთ და თუ ეს 5%-იანი ზრდა ვერ იქნება, მასინ დიდი ალბათობით შეიძლება დაგერღვეთ ასევე მეორე პარამეტრი ეკონომიკრი თავისუფლების სახით გათვალისწინებული, როდესაც ვალი გადააჭარბებს ჩვენი მთლიანი ეკონომიკის 60%-ს და რეალურად ვიქნებით მართლაც ვალების ეკონომიკა, რომლსგანაც „გათავისუფლებას“ ივანიშვილი 2012 წელს პირდებოდა მოსახლეობას", –განაცხადა აბესაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)