13:02 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-11 23:03:32, 523 ნახვა

პოლიტიკა
ცეზარ ჩოჩელი დღეს, მუხრანის, საგურამოს, გალავნის, ძველი ქანდის და წილკანის მოსახლეობას შეხვდა - ვიდეო  

"გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატმა მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგში ცეზარ ჩოჩელმა დღეს 11 ოქტომბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხრანში, საგურამოში, გალავანში ძველ ქანდასა და წილკანში შეხვედრები გამართა. 

წილკანში დეპუტატობის კანდიდატი დევნილებს შეხვდა, მოსახლეობამ არაერთ პრობლემაზე ისაუბრა, მთავარი კომპაქტური ჩასახლების ადგილას მისასვლელი გზაა და სასმელი წყალი. 

"8 წელიწადში წილკანში ელემენტარულად გზის საფარიც კი ვერ მოწესრიგდა.ამ ხალხს ისიც ეყოფა რომ სახლ-კარი დაკარგული აქვს, მეურნეობები ვერ შექმნეს. ელემენტარულად ინფრასტრუქტურა მაინც მოუწესრიგონ. მესმის, რომ ყველგან იგივე პრობლემაა, მაგრამ ხალხი თავის მიწა წყალზე მაინცაა, ამ ხალხს კი საკუთარი ფუძეც დაკარგული აქვთ. დევნილები უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებენ ხელისუფლებისგან" - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

მუხრანის ტრადიციულ საკვირაო ბაზრობაზე, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ხალხმა განსაკუთრებულად პროდუქციაზე ფასების გაძვირებას გაუსვა ხაზი. გამყიდველები აღნიშნავენ, რომ ყველა პროდუქტი გაძვირდა, რაც ხალხს დამატებით რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას უჩენს.

"არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და დოლარის კურსის ელვისებური ცვლა იწვევს, ეკონომიკურ რყევებს. სანამ დიღმიდან საგურამომდე მოვდივარ, დოლარის კურსი რამდენიმეჯერ იცვლება. ესაა არასწორი პოლიტიკის შედეგი, ამიტომ თუ რამეს შეცვლა გვინდა ყველა უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე." - აღნიშნა ცეზარ ჩოჩელმა.

   "გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატი, თავის საარჩევნო ოლქში ყველა სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრას აპირებს. 









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო
პაპუაშვილი ფიშერზე: აუხსნას ვინმემ, რომ არ ვაპირებთ უკრაინა-მოლდოვის EU-ის გზას დავადგეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics