13:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 18:50:25, 627 ნახვა

საზოგადოება
საკონსტიტუციო სასამართლო: მოსამართლეთა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება. 
ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 
განცხადების თანახმად, მოსამართლეთა საცხოვრებელ სახლებთან გაურკვეველი პიროვნებები იკრიბებიან და მათ მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები კეთდება. 
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ 2015 წლის 16 სექტემბერს N3/2/646 გადაწყვეტილების (საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, კონსტიტუციური სარჩელი N646) გამოცხადების შემდეგ განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ ზოგიერთი ჯგუფების მხრიდან ხორცილდება მიზანმიმართული ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და ინდივიდუალურად მოსამართლეებზე. 
მოსამართლეთა საცხოვრებელ სახლებთან იკრიბებიან გაურკვეველი პიროვნებები, მოსამართლეთა მიმართ კეთდება მუქარის შემცველი განცხადებები და ფიზიკური ანგარიშსწორების პირდაპირი მოწოდებები. კითხვის ქვეშ დგება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება. 
მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოახდინონ ადექვატური რეაგირება და უზრუნველყონ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics