07:33 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 17:38:15, 697 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებას

შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა როგორც არასდროს, რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება საერთო მიზანს წარმოადგენს.

„საქართველოს პროდასავლური ვალდებულებები და მისწრაფებები ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ნაწილია. ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია.

როდესაც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებას, დღეს, როგორც არასდროს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს საერთო მიზანს წარმოადგენს.

ასევე აშკარაა, რომ ახლა ვიდრე ოდესმე ამ რეგიონის ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის რეგიონში, არამედ რეგიონს ფარგლებს გარეთაც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის. შესაბამისად, ქართველოლოგიის და კავკასიოლოგიის საკითხი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და რელევანტური ხდება”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics