|
2020-10-09 14:26:25, 400 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - არცთუ შორეულ წარსულში, რაჭა ბედის ანაბარა იყო მიტოვებული, თუმცა 2012 წლიდან სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა
სამწუხაროდ, არცთუ შორეულ წარსულში, რაჭა ბედის ანაბარა იყო მიტოვებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ამბროლაურში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რაჭაში სტუმრობა ყველას გულში განსაკუთრებულ კვალს ტოვებს. „არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა, მისი თითოეული კუთხე განსაკუთრებული და სხვებისგან გამორჩეულია. ამაში არაფერია უცნაური, თუმცა, ნამდვილად „უცნაურია", რა თქმა უნდა, კარგი გაგებით, ის დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა, რაც ადამიანს რაჭის მიმართ უჩნდება, თუკი ერთხელ მაინც ეწვევა ამ ლამაზ და გულღია ხალხით დასახლებულ მხარეს, სადაც სტუმარ-მასპინძლობაც განსაკუთრებული იციან. ხვანჭკარის არ იყოს, რაჭაში სტუმრობა ყველას გულში განსაკუთრებულ კვალს ტოვებს და ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტები ასე მოიჩქარიან ამ საოცრების საკუთარი თვალით სანახავად და მდიდარი რაჭული გასტრონომიული კულტურის შესაცნობად. სამწუხაროდ, არცთუ შორეულ წარსულში, ეს საოცარი მხარე ბედის ანაბარა იყო მიტოვებული. თუმცა, 2012 წლიდან, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დამეთანხმებით, რომ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა უკეთესობისკენ და ამ დროიდან მოყოლებული, როგორც მთლიანად რაჭაში, ისე კონკრეტულად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ტურიზმის, მევენახეობის, თუ სხვა მიმართულებებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განხორციელდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც საბოლოოდ, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის ხარისხის ზრდისკენ არის მიმართული. თქვენთან ერთად მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ჩვენ კიდევ მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომელთა დაძლევით არა მხოლოდ რაჭა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, არამედ მთელი საქართველო ბევრად უფრო წარმატებული და განვითარებული იქნება. ყველას კარგად გვესმის, რომ ხელისუფლებისა და ხალხის ერთად დგომის გარეშე არაფერი გამოვა, რადგან მხოლოდ ერთიანი, ეფექტური ნაბიჯებით შევძლებთ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის, მთელი ქვეყნისთვის ხვალინდელი დღე ბევრად უკეთესი და წარმატებული იყოს“, - განაცხადა კალაძემ.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)