12:16 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 22:55:28, 382 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა სოფლებს, ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვსთ და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებას

,, ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. კანდიდატი ადგილობრივებს გეგმებს აცნობს   და მათგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებს.

,, დღეს ე.წ „ახალი დარჩელის" ტერიტორიაზე მოსახლეობას შევხვდით. ეს ახალი სახელწოდებაა, რომელიც კიროვის მოსახლეობას სურს, რომ სოფელს დაარქვას. ამ საქმეში მუნიციპალიტეტი მათ ხელს უწყობს. დღესვე შევხვდით განმუხურელებსაც, ორივე სოფელი ძალიან უხვმიწიანია, ამიტომ ძირითადი განსახილავი თემა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და გაფართოების საკითხები იყო.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო პროგრამა გამოიყენონ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ უფრო მეტი დოვლათი შევქმნათ ადგილზე.

გარდა ამისა, ამ მხარეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა სოფლებს, ტურიზმის პოტენციალიც დიდი აქვს და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებას" - განაცხადა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეხვედრას ''ქარული ოცნების'' ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები ედიშერ თოლორაია, მერაბ ქავარაია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics