19:32 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 18:00:58, 1172 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის პროკურატურა - დაღუპულია 31 და დაშავებულია 154 მშვიდობიანი მოქალაქე

8 ოქტომბრის დილის მონაცემებით, სომხეთის  შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად დაღუპულია 31, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, დაბომბვის შედეგად 154 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დანგრეული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და საცხოვრებელი სახლების რაოდენობაც გაიზარდა. ამ დროისთვის დაზიანებულია 133 ობიექტი და 928 საცხოვრებელი სახლი.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ დაიწყო და დღემდე არ წყდება. დაღუპული და დაშავებულია ასობით ადამიანი. მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს
PHR: სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics