13:18 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 10:05:02, 496 ნახვა

კომენტარი
პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით - Stop Covid

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით - Stop Covid, რომელიც მათ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი აპლიკაცია, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ინფიცირებულთა კონტაქტების სწრაფი დადგენის პროცესში ერთ-ერთი დამატებითი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფად მოხდეს ინფიცირებულთა ტესტირება და მათი კავშირების დადგენა, რაზეც შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ და ამ ხალხის იზოლაციაში სწრაფად გადაყვანა. ამისთვის ძალიან კარგია აპლიკაცია Stop Covid-ი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა. მეც მაქვს ტელეფონში ჩატვირთული და ყველა ადამიანს, რომელიც საავადმყოფოში ხვდება, უნდა ვუთხრათ, რომ ჩატვირთოს ეს აპლიკაცია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics